რა არის "გლობალ ტელი"?

"გლობალ ტელი" წარმოადგენს შპს "გლობალ სელ"-ის ახალი ბრენდი ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმართულებით, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს VoIP ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ქალაქის სატელეფონო 2 033 ციფრებიტ დაწყებულ სტანდარტულ და "ოქროს ნომრებს.

 
სად და როგორ შევიძინოთ "გლობალ ტელ"-ის ნომერი?

ნომრები შეძენა შეგიძლიათ დღე-ღამის ნებისმიერ დროს როგორც ჩვენი ვებ-გვერდიდან www.globaltel.ge, ასევე შპს "გლობალ სელ"-ის მოსამახურების ოფისებში.

 

რა ღირს "გლობალ ტელ"-ის ტელეფონის ნომერი?

"გლობალ ტელ"-ის სტანდარტული ნომრის ფასი იწყება 3 ლარიდან. გვაქვს ასევე ადვილად დასამახსოვრებელი და "ოქროს" ნომრები. შეარჩიეთ ლამაზი ნომერი და ისარგებლეთ 25% ფასდაკლებით.

 

როგორი ტარიფები აქვს "გლობალ ტელ"-ს?

"გლობალ ტელ"-ის ტარიფების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზე. შეგიძლიათ იხილოთ როგორც ლოკალური, ასევე უცხოეთის ტარიფები.

  

რა ტიპის ტექნოლოგიას იყენებს "გლობალ ტელ"-ის სატელეფონო სისტემა?

"გლობალ ტელ"-ის სატელეფონო სისტემა აგებულია VoIP ტექნოლოგიაზე. VoIP ტექნოლოგიის მეშვეობით სატელეფონო მომსახურების გადაცემა ხორციელდება კომპიუტერული ქსელის ინტერნეტის მეშვეობით. VoIP არ არის შეზღუდული და მისი მოქმედების არე მხოლოდ VoIP-ით მოსარგებლე აბონენტებთან კავშირს არ ითვალისიწნებს. VoIP ტექნოლოგია სატელეფონო მომსახურებას ხდის გაცილებით მრავალფუნქციურს.

 

სად შეიძლება "გლობალ ტელ"-ის ტელეფონის დადგმა?

"გლობალ ტელ"-ის ქსელში ჩართულ აბონენტებს სატელეფონო ნომრების გამოყენება შეეძლებათ როგორც თბილისში, ასევე ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ წერტილში. ტელეფონის დაგდმა შესაძლებელია ყველგან საქართველოში, მიუხედავად იმისა, არის თუ არა დამონტაჟებული სატელფონო სადენები, გაყვანილია თუ არა ინტერნეტი.


როგორ შევამოწმოთ ბალანსი?

ნომრის ბალანსის გასაგებად აკრიფეთ 123 და OK. ავტომოპასუხე გაგაცნობთ ინფორმაციას თქვენი ნომრის ანგარიშზე არსებული თანხის შესახებ.


როგორ შევავსოთ ბალანსი?

ბალანსის სევსება შესაძლებელია, როგორც სწრაფი გადახდის აპარატებიდან, ასევე "გლობალ ტელ"-ის ვებ გვერდიდან www.globaltel.ge 


როგორ გავიგოთ ჩვენთვის სასურველ ნომერზე დარეკვის ტარიფი?

გაგზავნეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება "გლობალ ტელ"-ის მოკლე SMS ნომერზე 91333 იმ ნომრის მითითებით, სადაც გსურთ ზარის განხორციელება და თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ამ ნომერზე დარეკვის 1 წუთის საფასურის შესახებ. 

   

რა სერვისები გააჩნია "გლობალ ტელ"-ის სატელეფონო სისტემას? 

  • იძლევა შესაძლებლობას, აღრიცხოთ ყველა შემომავალი და გამავალი ზარი;
  • შესაძლებელია ზარების ჩანაწერების ონლაინ რეჟიმში ნახვა;
  • შესაძლებელია ერთი ტელეფონის აპარატში რამდენიმე ნომრის გაწერა;
  • შესაძლებელია ზარების გადამისამართება და კონფერენციების მოწყობა;
  • შესაძლებელია შიდა ტელეფონიის და სატელეფონო ცენტრის გამართვა;
  • შესაძლებელია SMS შეტყობინებების გაგზავნა და მიღება.
 
როგორი მხარდაჭერის სისტემა აქვს "გლობალ ტელ"-ს?
 
"გლობალ ტელი" დაკომპლექტებულია გამოცდილი სპეციალისტებით და აღჭურვილია უახლესი სატელეკომუნიკაციო აპარატურით, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს უზრუნველყოს მომსახურების მაღალი ხარისხი.
"გლობალ ტელ"-ის სპეციალისტები გაგიწევენ კვალიფიციურ კონსულტაციას თქვენთვის საჭირო საკითხებში: ლოკალური სატელეფონო ქსელის დაგეგმვა, მოწყობა. სატელეფონო აპარატურის შერჩევა, ინსტალაცია.
"გლობალ ტელ"-ის სპეციალისტები ასევე გაგიწევენ კონსულტაციას თქვენს ოფისში უკვე არსებული სატელეფონო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხში.
ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კონსულტაციისა და მხარდაჭერისათვის. ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ დაივიწყებთ ტელეფონიის გაუმართაობის პრობლემებს. არასდროს შეგაწუხებთ უხარისხო სატელეფონო კომუნიკაციები და მაღალი ფასი. მხარდაჭერის სამსახურს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, როგორც ტელეფონით, ასევე ელ-ფოსტის საშუალებით: ტელ: +995 32 2 033 911, +995 559 005909, ელ-ფოსტა: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
 
 


ონლაინ დახმარება^