როგორ გადმოვიწეროთ და დავაინსტალიროთ გლობალ ტელის აპლიკაცია
 
აპლიკაციის გადმოსაწერად უნდა შებრძანდეთ App Store-ში (IOS-ის სისტემის ტელეფონებისთვის) ხოლო Play Store-ში (Android-ის სისტემის ტელეფონებისთვის), ძებნის ველში ჩავწეროთ სიტყვა - Globalcell. თქვენი ეკრანზე გამოგიჩნდება შემდეგი აპლიკაცია:
tel1.png
                                                            
აღნიშნული აპლიკაცია უნდა გადმოვიწეროთ და დავაინსტალიროთ მობილურ ტელეფონში. აპლიკაციის გადმოწერა და ინსტალაცია უნდა შევასრულოთ ფოტოებზე მითითებული თანმიმდევრობით:                
tel2.png                     
                                
ინსტალაციის დასრულების შემდეგ დააჭერთ ღილაკს Login, ჩაწერთ მომხმარებლის სახელსა და  პაროლს შესაბამის ველებში და დააჭერთ Save-ს.  
tel3.png                                                           

მას შემდეგ, რაც წარმატებით გაივლით რეგისტრაციას, თქვენი მობილური ტელეფონის ეკრანზე გამოჩნდება შემდეგი აპლიკაცია: 

tel4.png                                                                     
  • აპლიკაციის ასაკრეფი პანელის მარცხენა ზედა კუთხეში ნაჩვენებია თქვენი სატელეფონო ნომრის ბალანსი.
  • აპლიკაციის მარცხენა ქვედა ღილაკის გამოყენებით თქვენ შეძლებთ შეავსოთ თქვენი სატქელეფონო ნომის ბალანსი.
  • ღილაკზე More დაჭერით თქვენ საშუალება მოგეცემათ ისარგებლოთ დამატებითი სერვისებითა და დახმარებით.
  • აპლიკაციის საშუალებით თქვენ შეგეძლებათ განახორციელოთ ზარები და გაგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინებები.


      

 


ონლაინ დახმარება^