ბეჭდვა

„გლობალ ტელი“ არის შპს “გლობალ სელ“-ის ახალი ბრენდი ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმართულებით. გთავაზობთ VoIP ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ქალაქის სატელეფონო ნომრებს 2 033 XXX ნუმერაციით.

„გლობალ ტელი“ დაკომპლექტებულია გამოცდილი სპეციალისტებით და აღჭურვილია უახლესი სატელეკომუნიკაციო აპარატურით, რაც საშუალებას აძლევს კომპანიას უზრუნველყოს მომსახურების მაღალი ხარისხი.

„გლობალ ტელი“ თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო და ადგილობრივ სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან.

„გლობალ ტელ“-ის ქსელში ჩართულ აბონენტებს სატელეფონო ნომრების გამოყენება შეუძლიათ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ წერტილში.

 „გლობალ ტელ“-ის სატელეფონო სისტემა აგებულია VoIP ტექნოლოგიაზე. VoIP სატელეფონო კავშირის ერთ-ერთი თანამედროვე და მრავალფუნქციური სახეობაა. VoIP ტექნოლოგიის მეშვეობით სატელეფონო მომსახურების გადაცემა ხდება კომპიუტერული ქსელის, ინტერნეტის საშუალებით. VoIP არ არის შეზღუდული და მისი მოქმედების არე მხოლოდ VoIP-ით მოსარგებლე აბონენტებთან კავშირს არ ითვალისწინებს. VoIP ტექნოლოგია სატელეფონო მომსახურებას ხდის გაცილებით მრავალფუნქციურს.

VoIP ტექნოლოგისს უპირატესობანი:

·         ამცირებს სადენებზე გაწეულ ხარჯება;

·         იძლევა შესაძლებლობას აღრიცხოთ ყველა შემომავალი და გამავალი ზარი;

·         შესაძლებელია ზარების ჩანაწერების ონლაინ რეჟიმში ნახვა;

·         იძლევა შესაძლებლობას ერთდროულად მიიღო ზარი სხვადასხვა ადგილას: სამსახურში, მანქნაში, სახლში;

·         შესაძლებელია ერთი ტელეფონის აპარატში რამდენიმე ნომრის გაწერა;

·         გამარტივებულია ზარების გადამისამართება და კონფერნეციების მოწყობა;

·         შესაძლებალია შიდა ტელეფონიის და სატელეფონო ცენტრის გამართვა;

·         შესაძლებელია SMS და Voice შეტყობინებების გაგზავნა;

·         აქვს ძალიან დაბალი სატელეფონო ტარიფი.

„გლობალ ტელ“-ის სატელეფონო ნომრით სარგებლობა ასევე შესაძლებელია ვირტუალური ტელეფონის პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით. ეს არის პროგრამა, რომელიც ყენდება კომპიუტერში ან მობილურ ტელეფონში (Smartphone).

„გლობალ ტელ“-ის სპეციალისტები გაგიწევენ კვალიფიციურ კონსულტაციას თქვენთვის საჭირო საკითხებში: ლოკალური სატელეფონო ქსელის დაგეგმვა, მოწყობა. სატელეფონო აპარატურის შერჩევა ინსტალაცია.

„გლობალ ტელ“-ის სპეციალისტები ასევე გაგიწევენ კონსულტაციას თქვენს ოფისში უკვე არსებული სატელეფონო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხში.

ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კონსულტაციისა და მხარდაჭერისთვის. თქვენ მოგემსახურებიან გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტები.

ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ დაივიწყებთ ტელეფონიის გაუმართაობის პრობლემებს. არასდროს შეგაწუხებთ უხარისხო სატელეფონო კომუნიკაციები და მაღალი ტარიფები.

 


ონლაინ დახმარება^